1769941637
საბერძნეთში დააკავეს მამაკაცი, რომელმაც მკვლელობის მიზეზად ქალის ტელეფონზე ხმამაღალი საუბარი დაასახელა
როგორც უკვე ცნობილია, თესალონიკის პოლიციამ 50 და 52 წლის მამაკაცები დააკავა, საქმეზე, რომელიც სერიულ დანაშაულზე მიანიშნებს. მათ ბრალად ედებათ განზრახ მკვლელობა ჯგუფურად და განმეორებით, ასევე გაუპატიურების განსაკუთრებული შემთხვევა.
52 წლის მამაკაცმა, გავრცელებული ინფორმაციით, აღიარა დანაშაული და პოლიცია თესალონიკში, მენემენის რაიონში მდებარე სარდაფში მიიყვანა, რომელიც დანაშაულის ადგილად იქცა. ინფორმაციას Georgian gr ავრცელებს.
პირველი მსხვერპლი: მარია ანგელაკუდი
აღიარებითი ჩვენების მიხედვით, 52 წლის ბოროტმოქმედის პირველი მსხვერპლი 46 წლის მარია ანგელაკუდი გახდა, რომელიც 2024 წლის ოქტომბრის დასაწყისიდან დაკარგულად ითვლებოდა. მისმა ოჯახმა გაუჩინარების შესახებ ალექსანდრუპოლში განაცხადა. მოგვიანებით მკვლელმა აღიარა, რომ 2024 წლის 30 ოქტომბერს მარია იმ სარდაფში მოკლა, სადაც ისინი ნარკოტიკებს მოიხმარდნენ. მკვლელობის მიზეზად მამაკაცი გაღიზიანებას ასახელებს, რადგან ქალი ტელეფონზე ხმამაღლა საუბრობდა, შედეგად კი, დაახრჩო. ამის შემდეგ მან, თანამზრახველთან ერთად, ცხედარი ნაგვის კონტეინერში გადააგდო.
კოშმარული ამბავი აქ არ მთავრდება – ირკვევა, რომ სარდაფში კიდევ ერთი ქალის, 43 წლის ვიკის ცხედარიც იქნა ნაპოვნი, რომელსაც დამნაშავე მალავდა. პოლიცია იკვლევს, არის თუ არა სხვა მსხვერპლიც, რადგან დამნაშავეების მოქმედების სქემა სერიულ ხასიათს ატარებს.
ვიკისთან დაკავშირებით, 52 წლის ბრალდებულს განსხვავებული ვერსია აქვს. ის ამტკიცებს, რომ ქალი, რომელიც ასევე ნარკოდამოკიდებული იყო, ძილში გარდაიცვალა, როდესაც ისინი სარდაფში ერთად იმყოფებოდნენ.
ამის შემდეგ, ნაცვლად იმისა, რომ პოლიციისთვის შეეტყობინებინა, მან ცხედარი საბნების ქვეშ დამალა.












