საბერძნეთის, იტალიის, საფრანგეთის, ესპანეთის და პორტუგალიის რეგიონებში განგაშის წითელი ნიშნული ამოქმედდა - ევროპის ქვეყნებში ხანძრებს ებრძვიან

განგაშის წითელი ნიშნული

საბერძნეთის, იტალიის, საფრანგეთის, ესპანეთის და პორტუგალიის რეგიონებში განგაშის წითელი ნიშნული ამოქმედდა. ევროპის ქვეყნებში ხანძრებს ებრძვიან. დაიღუპა 3 ადამიანი. სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია ათასობით მოქალაქე. ესპანეთის ჩრდილო-დასავლეთით, კასტილიაში და ლეონში, ცეცხლის 30-ზე მეტი აქტიური კერაა. საბერძნეთში 5 000 მეხანძრე მაშველი 150-ზე მეტი კერის ლოკალიზებას ცდილობს.

პროცესში ჩართულია ათობით თვითმფრინავი. საგანგებო სიტუაციების სამსახურის მონაცემებით შესაძლოა, ვითარება კიდევ უფრო გართულდეს. წელს ტყის ხანძრების დროს ევროკავშირის ქვეყნებში 400 000-ზე მეტი ჰექტარი დაიწვა, რაც შარშანდელთან შედარებით ორჯერ მეტია.