1732386875
საავადმყოფოდან პირდაპირ მის დაკრძალვაზე გამომიშვეს... - ჰამასის თავდასხმას გადარჩენილი ქალის გულისამაჩუყებელი გამომშვიდობება შეყვარებულთან
სივან კოენს არასოდეს უფიქრია, რომ ფესტივალზე, სადაც ის თავის შეყვარებულ იანივთან ერთად იმყოფებოდა, ასეთი ტრაგიკული დასასრული ექნებოდა. წყვილის ისტორიაზე ადგილობრივი მედია წერს.
„სროლა რომ დაიწყო ჩვენ ვეძებდით დასამალად ადგილს და ამავდროულად ვეხმარებოდით დაჭრილებს, თუმცა გარკვეულ მომენტში სროლები გახშირდა, ჩავსხედით მანქანაში და გავიქეცით. დავიჭერი და დავინახე რომ სისხლი მდიოდა და მხოლოდ მაშინ შევამჩნიე, რომ იანივიც მხარში და ფეხში დაჭრილი იყო. ამის მიუხედავად, გაზისთვის ფეხი არ მოუშორებია, მთელი გზა ცხედრებით იყო სავსე“ - იხსენებს სივანი.
მისი თქმით, ტერორისტებს გამოქცეულებმა თავი ბაზას შეაფარეს, რომელსაც ასევე იმ დროს ტერორისტები უტევდნენ.
"ჩვენ მივედით მაშინ, როცა ბაზაზე თავდასხმა ხდებოდა, ამიტომ არავინ იყო, ვინც დაგვეხმარებოდა. ამ დროს მან მითხრა, რომ ვუყვარდი. სროლა განახლდა. ამ სროლებში მე იანივმა გადამარჩნა. შემდეგ მე მანქანით გამომიყვანეს ბაზიდან და შემდეგ სასწრაფო დახმარების მანქანაში გადამიყვანეს, რომელმაც სოროკას სამედიცინო ცენტრში მიმიყვანა, მოგვიანებით კი ვოლფსონში გადამიყვანეს“.
ქალი ამბობს, რომ ამ თავდასხმის დროს იანივი დაიღუპა.
„საავადმყოფოდან პირდაპირ მის დაკრძალვაზე გამომიშვეს. ჩვენი ბედი ახლა ერთმანეთთან არის დაკავშირებული. გამუდმებით ვტირი, მაგრამ მახსენდება, რომ მას სურდა ვყოფილიყავი ძლიერი. ასე რომ, ახლა მისთვის ვცხოვრობ, ერთადერთი ნუგეში ის არის, რომ ბოლო რამდენიმე თვეა ახლოს ვიყავით. მას ისე ვუყვარდი, როგორც არავის ცხოვრებაში და ეს დაამტკიცა კიდეც თავისი სიცოცხლით. ყველაზე განსაკუთრებული ადამიანი იყო, რომელსაც ვიცნობდი და ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ყველაფერი ასე დამთავრდებოდა“ - ამბობს ადგილპბრივ მედიასთან გადარჩენილი ქალი.