საარჩევნო უბნების 72.4%-ის დათვლის შემდეგ, ბენიამინ ნეთანიაჰუს ბლოკს 54 მანდატი აქვს, მის მოწინააღმდეგე ბლოკს – 48, ამ დროისთვის ვერცერთი ბლოკი დამოუკიდებლად მთავრობის ფორმირებას ვერ ახერხებს

არჩევნები ისრაელში

ისრაელის ცენტრალური საარჩევნო კომისია საარჩევნო უბნების 72.4%-ის დათვლის შედეგებს აქვეყნებს, რომელთა მიხედვითაც, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მხარდამჭერ ბლოკს 54 მანდატი აქვს, ხოლო გადი აიზენკოტის ხელმძღვანელობით მოქმედ ბლოკს – 48.

ისრაელის ცესკო-ს მონაცემით, არაბულ პარტიებს ამ დროისთვის 18 მანდატი აქვთ.

შედეგები წინასწარია და ხმების დათვლის გაგრძელებასთან ერთად, შესაძლოა, შეიცვალოს.

ისრაელის მედიის ცნობით, ქვეყნის მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებისთვის აუცილებელია 61 მანდატი, შესაბამისად, წინასწარი მონაცემებით, ვერცერთი პოლიტიკური ბლოკი საჭირო უმრავლესობას ვერ აგროვებს.

✕