საყურადღებო ინფორმაცია მათთვის, ვინც Wizz Air-ით მოგზაურობს
1788465581
კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შენობას რუსული დრონი შეეჯახა. ინფორმაციას „უკრაინსკაია პრავდა“ თვითმხილველებსა და დედაქალაქის მერ ვიტალი კლიჩკოზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, შემთხვევა ადგილობრივი დროით 15:30-ზე მოხდა.
კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ აფეთქების შედეგად დაშავდა ერთი პირი. მისი თქმით, დაშავებული მამაკაცი მედიკოსებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარს მალევე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. მისი თქმით, რუსული დრონი უსაფრთხოების სამსახურის ცენტრალურ შენობას, წმინდა სოფიას ტაძრის მოპირდაპირე მხარეს მოხვდა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახურებია მობილიზებული.
„ყველა დაზარალებული მიიღებს საჭირო დახმარებას. დრონი პირდაპირ უსაფრთხოების სამსახურის უფროსის კაბინეტისკენ იყო მიმართული“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მან უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ოლექსანდრ პოკლადს დაავალა, რომ როდესაც ყველაფერი მზად იქნება, რუსეთს შესაბამისად უპასუხოს.
ცნობისთვის, შემთხვევა 4 სექტემბერს, უკრაინის დროით 15:30-ზე მოხდა. ამას წინ უძღოდა უკრაინელთა იერიშები ოკუპირებულ ქალაქებზე, რომლებსაც რუსეთი უკრაინაზე თავდასხმისთვის იყენებდა.