რუსი ფიზიკოსის წინააღმდეგ, რომელიც ჰიპერბგერით რაკეტებზე მუშაობდა, სახელმწიფო ღალატის ბრალდებით სასამართლო პროცესი მიმდინარეობს - მედია

რუსეთის სასამართლო

რუსი ფიზიკოსის, ანატოლი მასლოვის წინააღმდეგ, რომელიც ჰიპერბგერით რაკეტებზე მუშაობდა, სახელმწიფო ღალატის ბრალდებით სასამართლო პროცესი დაიწყო. მასლოვი იყო პროფესორი, მკვლევარი ხრისტიანოვიჩის თეორიული და გამოყენებითი მექანიკის ინსტიტუტის, რომელიც რუსეთის ერთ-ერთი წამყვანი სამეცნიერო ცენტრია.

„როიტერის“ ინფორმაციით, ანატოლი მასლოვი ერთ-ერთია იმ სამ მეცნიერს შორის, რომლებიც მუშაობდნენ ციმბირის ქალაქ ნოვოსიბირსკის ინსტიტუტში. რუსეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ბრალდებები ძალიან სერიოზულია. საქმე გრიფირებულია, როგორც „ზესაიდუმლო“ და დახურულია მედიისთვის და საზოგადოებისთვის. ბრალდებების დეტალების გასაიდუმლოების მიუხედავად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მასლოვი ეჭვმიტანილია ჩინეთისთვის საიდუმლოების გადაცემაში.

მასლოვთან დაახლოებულმა წყარომ „როიტერს“ განუცხადა, რომ გასული წლის ივნისში ნოვოსიბირსკში დაპატიმრების შემდეგ, მეცნიერს ორი ინფარქტი ჰქონდა და საავადმყოფოში იმყოფებოდა. ამის შემდეგ მალევე მასლოვი გაგზავნეს მოსკოვში, ლეფორტოვოს ციხეში, რომელიც ყოფილი კგბ-ს დაკითხვის ადგილი იყო.

წყაროს თქმით, მასლოვი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ამბობს, რომ არ არის მოღალატე. სახელმწიფო ღალატი რუსეთში თავისუფლების უვადო აღკვეთით ისჯება.