ცნობილია კონფლიქტის მიზეზი - ახალი დეტალები სოცქსელში ვირუსულად გავრცელებული ვიდეოს ფიგურანტებზე
1744576694
რუსეთში, ასტრახანში 20-ზე მეტი ადამიანი გადაიყვანეს ჰოსპიტალში მეტადონის გამოყენების გამო. მსხვერპლთა უმეტესობა ახალგაზრდები არიან. შემთხვევის შედეგად 29 წლის ბიჭი და ორი გოგო დაიღუპა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
გამოცემის ცნობით, ახალგაზრდებს, შესაძლოა, სჯეროდათ რომ იღებდნენ მეფედრონს, ამიტომ არ გამოთვალეს დოზა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციაში ეჭვმიტანილი პირები დააკავეს. როგორც აღმოჩნდა, ისინი უცხო ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ. ნარკოტიკი, სავარაუდოდ, ყირგიზეთის, უზბეკეთის და ტაჯიკეთის სამმა მოქალაქემ გაავრცელა.
სისხლის სამართლის საქმე ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის მუხლით არის აღძრული.
ასევე ნახეთ:
„ხვალ იყავით ფრთხილად, აკონტროლეთ ემოცია“ - ასტროლოგების გაფრთხილება მომდევნო სამი დღის მანძილზე