რუსეთმა უკრაინასთან დაკავშირებით მემორანდუმის სრული ტექსტი გამოაქვეყნა - რა წერია დოკუმენტში

რუსეთ-უკრაინის შეხვედრა

რუსეთმა უკრაინასთან დაკავშირებით მემორანდუმის სრული ტექსტი გამოაქვეყნა.

რუსეთის მხრიდან ძირითადი მოთხოვნებია:

„ყირიმის, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საერთაშორისო - სამართლებრივი აღიარება; უკრაინის ნეიტრალიტეტის გამოცხადება, უარი სამხედრო კავშირებში გაწევრიანებაზე; სხვა სახელმწიფოების სამხედრო საქმიანობის აკრძალვა უკრაინაში; უკრაინის უბირთვო სტატუსი; უკრაინის შეიარაღებული ძალების მაქსიმალური რაოდენობის დადგენა; რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული ეკონომიკური სანქციების მოხსნა; რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებებისა და თავისუფლების უზრუნველყოფა, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობაზე შეზღუდვების მოხსნა, ნაცისტური იდეოლოგიის გმირობად გამოცხადების აკრძალვა; უკრაინასთან დიპლომატიური და ეკონომიკური ურთიერთობების ეტაპობრივი აღდგენა; საბრძოლო მოქმედებებით მიყენებული ზიანის გამო პრეტენზიებზე ურთიერთუარის თქმა; ოჯახების გაერთიანებასა და იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა“.

ამასთან, დოკუმენტში მოცემულია ცეცხლის შეწყვეტის ორი ვარიანტი:

„ვარიანტი 1: უკრაინის შეიარაღებული ძალების გამოყვანა უკრაინის მიერ ოკუპირებული რუსული ტერიტორიებიდან – ყირიმის, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქები.

ვარიანტი 2: უკრაინის შეიარაღებული ძალების გადაადგილების აკრძალვა; მობილიზაციის შეწყვეტა და დემობილიზაციის გამოცხადება; მესამე ქვეყნების სამხედრო წარმომადგენლების გამორიცხვა; კიევისთვის უცხოური საომარი დახმარების შეწყვეტა; კიევის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დივერსიული ქმედებების უარყოფა; პოლიტიკური პატიმრების ურთიერთი ამნისტია და დაკავებული სამოქალაქო პირების გათავისუფლება; უკრაინაში საომარი მდგომარეობის გაუქმება; საომარი მოქმედების გაუქმებიდან 100 დღის ვადაში ახალი არჩევნების დანიშვნა“.

შეგახსენებთ, რომ 2 ივნისს სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მეორე შეხვედრა გაიმართა.