1734086254
რუსეთმა Google-ი 20,000,000,000,000,000,000,000,000,000,000,000 დოლარით დააჯარიმა
რუსეთის ფედერაცია, მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიისგან Google-ისგან, ჯარიმის წარმოუდგენელი ოდენობის გადახდას ითხოვს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ჯარიმის ოდენობა 20 დეცილიონ დოლარს, იგივე 20 მილიარდ ტრილიონ ტრილიონ დოლარს შეადგენს, რაც მსოფლიო ეკონომიკას რამდენჯერმე აღემატება. პირველი ჯარიმა Google-ის მიერ პრორუსული YouTube არხების დაბლოკვას მოჰყვა და მისი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტი 110 ტრილიონი დოლარია. აღსანიშნავია, რომ Google-ის მშობელი კომპანიის, Alphabet-ის საბაზრო ღირებულება 2 ტრილიონ დოლარს შეადგენს.
კრემლის პრეს სპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ჯარიმის ოდენობის სწორად წარმოთქმა მასაც არ შეუძლია, თუმცა ეს თანხა "სიმბოლიზმითაა სავსე". მისი განმარტებით, "Google-მა" რუსული მედიასაშუალებების გვერდები არ უნდა დაბლოკოს".