რუსეთის საგარეო უწყება: ბუდაპეშტის რუსოფობიული ლობის მიმართ მკაცრი და მტკივნეული პასუხი იქნება

რუსეთის საგარეო უწყება

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანიტა ორბანის გადაწყვეტილებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი გამოეხმაურა. მარია ზახაროვა ბუდაპეშტის „ლობს“ მტკივნეული პასუხის გაცემით დაემუქრა.

„ბუდაპეშტის რუსოფობიული ლობის მიმართ მკაცრი და მტკივნეული პასუხი იქნება“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ.

გამოცემა „ტასის“ ცნობით, რუსმა მაღალჩინოსანმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ცნობილი გახდა, რომ უნგრეთიდან რუსეთის ათ დიპლომატს აძევებენ.

ქვეყნის ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანიტა ორბანმა განაცხადა, რომ აღნიშნული რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას არ ნიშნავს.