ილია თოფურიას დედა, შვილის გარშემო ატეხილ სკანდალს ეხმაურება
1765968994
რუსეთის ძალებმა ქალაქ ზაპოროჟიესა და ზაპოროჟიეს რაიონზე სამი დარტყმა განახორციელეს.
სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ივან ფედოროვის ცნობით, დაშავებულია, სულ მცირე, 26 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთმა საავიაციო მართვადი ბომბებით მიიტანა იერიში.
დანგრეულია საცხოვრებელი სახლები, დაზიანებულია ინფრასტრუქტურის ობიექტი და სასწავლო დაწესებულება. ოლქში საჰაერო განგაში გრძელდება. უკრაინის საჰაერო ძალები მოსახლეობას მტრის მიერ გაშვებული საავიაციო ბომბებისა და დრონების შესახებ აფრთხილებენ.