რუსეთი უკრაინის მეტი ტანჯვისა და განადგურებისკენაა მიდრეკილი, ამ ომის შესაჩერებლად რუსეთზე ყველაზე ძლიერი საერთაშორისო ზეწოლა გვჭირდება - კაია კალასი

კაია კალასი

უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის საპასუხოდ, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელი კაია კალასი რუსეთზე ძლიერი ზეწოლის განხორციელებას ემხრობა.

კაია კალასის თქმით, უკრაინაში ომის შესაჩერებლად, რუსეთზე ძლიერი საერთაშორისო ზეწოლაა საჭირო.

„გუშინდელი თავდასხმები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რუსეთი უკრაინის მეტი ტანჯვისა და განადგურებისკენაა მიდრეკილი. გამანადგურებელია უდანაშაულო მსხვერპლთა შორის ბავშვების ხილვა, რომლებიც დაშავდნენ და დაიღუპნენ. ჩემი ფიქრები დღეს ოჯახებთანაა. ამ ომის შესაჩერებლად რუსეთზე ყველაზე ძლიერი საერთაშორისო ზეწოლა გვჭირდება“, – განაცხადა კაია კალასმა.