რუსეთი თუ გაიმარჯვებს უკრაინაში, აუცილებლად გააგრძელებს იმპერიულ პოლიტიკას სხვა მეზობლების მიმართ - ჯოზეფ ბორელი

ჯოზეფ ბორელი

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ, როგორც არაერთხელ უთქვამს, რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ არის ეგზისტენციალური საფრთხე ევროკავშირისთვის.

„ვლადიმერ პუტინის რუსეთი თუ გაიმარჯვებს უკრაინაში, ის აუცილებლად გააგრძელებს იმპერიულ პოლიტიკას სხვა მეზობლების მიმართ, განსაკუთრებით ევროპაში. ჩვენ უკვე ვნახეთ ამ აგრესიული პოლიტიკის შედეგები საქართველოსა და მოლდოვაში. ევროპის მიღმა, თუ ჩვენ ვერ დავეხმარებით უკრაინას თავისი სუვერენიტეტის დაცვაში, დაინგრევა მთელი წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგი, რომლის პოპულარიზაციასაც გლობალურად ვცდილობდით, – აღნიშნავს ჯოზეფ ბორელი გამოქვეყნებულ წერილში.