რუსებმა უკრაინას დრონებით შეუტიეს - ჩამოგდებული დრონების ნამსხვრევებმა კიევსა და მიკოლაივში ხანძარი გამოიწვია

რუსებმა უკრაინას დრონებით შეუტიეს

რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს, უკრაინელების მიერ ჩამოგდებული უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევებმა დედაქალაქში ხანძარი გამოიწვია, - ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.

მისი თქმით, დესნიანსკის რაიონში, უპილოტო საფრენი აპარატის ფრაგმენტი ღია ტერიტორიაზე იწვის. ყველა შესაბამისი სამსახური ადგილზეა.

ამასთან, კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი პოპკოს ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევების ჩამოვარდნა ასევე დაფიქსირდა კიევის გოლოსეევსკის რაიონში. გამოძახების ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების სამსახურის ბრიგადები. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

რუსულმა ძალებმა თავდასხმა განახორციელეს მიკოლაივზეც.

„საჰაერო თავდაცვამ იმუშავა. უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ქალაქში ხანძარი გაჩნდა“, - განაცხადა ქალაქის მერმა, ალექსანდრ სენკევიჩმა.