1730738460
რთულია მატყუარასთან დებატები - ბაიდენი
აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ეხმაურება თავის მეტოქესთან, დონალდ ტრამპთან გამართულ დებატებს. ბაიდენი მიიჩნევს, რომ მან კარგად გაართვა თავი.
„ვფიქრობ, ჩვენ კარგად გავართვით თავი“, – აღნიშნა ბაიდენმა.
როგორც „სიენენი“ წერს, ვაფლის სახლში მისულ ბაიდენს კითხვა დაუსვეს კანდიდატურის მოხსნის მოწოდებებზე და ხომ არ იყო ის შეშფოთებული დებატებზე თავის გამოსვლასთან დაკავშირებით.
„არა, რთულია დებატები მატყუარასთან. „ნიუ იორკ თაიმსმა“ აღნიშნა, რომ ის 26-ჯერ მოიტყუა, დიდი ტყუილები თქვა“, – განაცხადა ბაიდენმა.
ამასთან, ბაიდენის საარჩევნო შტაბის ინფორმაციით, ბაიდენი დებატების დროს გაციებული იყო. ამასთან დაკავშირებით, ბაიდენმა თქვა, რომ მას ყელი სტკივა.