Rolling Stone-მა საუკუნის საუკეთესო სიმღერები დაასახელა

Rolling Stone

ჟურნალმა Rolling Stone 21-ე საუკუნის 250 საუკეთესო სიმღერის სია შეადგინა. მიმოხილვის ავტორები აღნიშნავენ, რომ მუსიკალური ინდუსტრია გახდა ქაოსური და სოციალურ ცვლილებებზეა დამოკიდებული. ამის გამო, რეიტინგში შედის როგორც მსოფლიო ჰიტები, ასევე საკულტო კლასიკა, რომელიც ყველასთვის ნაცნობია.

„ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, როდესაც თქვენი შემდეგი საყვარელი სიმღერა შეიძლება მოვიდეს ნებისმიერი ადგილიდან - მთელი სტილისტური რუკიდან, მთელი მსოფლიოდან“, - აღნიშნავენ Rolling Stone-ში.

პირველ ადგილზე მოხვდა მისი ელიოტის სიმღერა Get Ur Freak On. როგორც ჟურნალში ამტკიცებენ, ეს კომპოზიცია ახალი საუკუნის მუსიკის მანიფესტად იქცა, რომელმაც არტისტები ყოველგვარი საზღვრებისგან გაათავისუფლა.

მეორე ადგილზეა ჯგუფი Yeah Yeah Yeahs ტრეკით Maps, რომელიც შთაგონების წყაროდ იქცა ბევრი არტისტისთვის, მათ შორის კელი კლარკსონისთვის და ბიონსესთვის.

მესამე ადგილი დაიკავა ბიონსესა და Jay-Z-ის ერთობლივმა ნამუშევარმა Crazy in Love, რომელმაც დასაბამი მისცა მომღერლის წარმატებულ კარიერას და რიტმ-ენდ-ბლუზის ახალი ჟღერადობა განსაზღვრა.

სრული სიის ნახვა ამ ბმულზე შეგიძლიათ.