როგორ ჩაიარა მადუროების პირველმა სასამართლო პროცესმა - დეტალურად

მადურო

5 იანვარს, ნიკოლას მადუროს ნიუ-იორკის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მომდევნო პროცესი მარტში გაიმართება.

ვენესუელის პრეზიდენტი სასამართლოში, ცოლთან ერთად, ბრუკლინის ციხიდან ვერტმფრენით გადაიყვანეს. შტატები მათ ნარკოტრეფიკინგსა და ისეთი იარაღის შენახვას ედავება, რასაც შეიძლება შტატებისთვის საფრთხე შეექმნა.

სააგენტოების ცნობით, მადურომ სასამართლოს წინაშე თავი ვენესუელის პრეზიდენტად წარადგინა და განაცხადა, რომ კარაკასში, საკუთარი სახლიდან „მოიტაცეს“. „მე ომის ტყვე ვარ“, - თქვა მადურომ ესპანურად, იუწყება NBC.

სილია ფლორესმა სასამართლოს განუცხადა, რომ ის ვენესუელის პირველი ლედია.

შეგახსენებთ, 3 იანვრის ამერიკელმა სპეცრაზმელებმა ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში ოპერაცია ჩაატარეს და დააკავეს ქვეყნის მეთაური ნიკოლას მადურო და მისი ცოლი სილია ფლორესი.

სამხედროებმა ვენესუელაში რამდენიმე სამხედრო ობიექტსაც დაარტყეს.

ვენესუელის ხელისუფლების თანახმად, დარტყმა იყო სამოქალაქო ობიექტებზეც. სხვადასხვა წყაროს ცნობით, დაიღუპა რამდენიმე ათეული ადამიანი.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვენესუელას აშშ უხელმძღვანელებს, სანამ არ მოხდება ხელისუფლების უსაფრთხო და გონივრული გადაცემა.

ტრამპის თანახმად, უმსხვილესი ამერიკული ნავთობკომპანიები მილიარდობით დოლარს დახარჯავენ ვენესუელის განადგურებული სანავთობო ინფრასტრუქტურის აღსადგენად და ქვეყნისთვის ფულის გამომუშავებას დაიწყებენ.

ვენესუელაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები ცნობილ ვენესუელელ მსახიობებსაც გამოეხმაურნენ, რომლებიც წლების განმავლობაში ქართველ მაყურებელს პოპულარული სერიალებით ახსოვს.