არსებობს ცუნამის საშიშროება... - ფილიპინებში 7,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
1701532923
ყოფილი ჯაშუში პუტინის ერთ-ერთი გეგმის შესახებ ალაპარაკდა. იგი უცხოურ გამოცემას უყვება, როგორ აგზავნის პუტინი სასიკვდილო ლამაზმანებს ბრიტანეთისა და ამერიკის დასაზვერად მას შემდეგ, რაც ისინი „ცდუნების სკოლებში“ სწავლობენ.
ამბობენ, რომ კრემლის სადაზვერვო აკადემიებში გაკვეთილებზე ქალები სწავლობენ ე.წ. მაცდუნებლობის ტექნიკას, იქამდე სანამ სამხედრო და პოლიტიკური ფიგურების სამიზნეზე გადავლენ ინფორმაციის მოსაპოვებლად.
ითვლება, რომ „ასობით“ ე.წ. „მადამები“ მართავენ ჯაშუშთა ქსელებს გაერთიანებული სამეფოს მრავალ ქალაქში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებრივ ცხოვრებას ეწევიან, ამბობს ყოფილი ჯაშუში ფილიპ ინგრამი.
ყველაზე ცნობილ ჯაშუშს შორის იყო ცეცხლოვანი ანა ჩეპმანი, რომელიც მუშაობდა რუსეთის მძინარე აგენტად აშშ-ში.
ვოლოგრადში დაბადებული ანას კავშირები დასავლეთთან 19 წლის ასაკში დაიწყო მოსკოვის უნივერსიტეტში ეკონომიკის სტუდენტობის პერიოდში.
36 წლის წითური მოდელი ანა ჩეპმანი დააკავეს შეერთებულ შტატებში, საიდუმლო არალეგალური პროგრამის ფარგლებში. რუსეთის „ყველაზე გლამურულ საიდუმლო აგენტად“ წოდებული, ის იყო ერთ-ერთი იმ ათი რუსი ჯაშუშიდან, რომლებიც გაცვალეს მოწამლული MI6-ის აგენტ სერგეი სკრიპალზე 2010 წლის ივლისში.
კიდევ ერთი ჯაშუში „მორცხვი" კოსმეტოლოგი, 29 წლის ვანია გაბეროვაა. იგი დასავლეთ ლონდონში მართავდა სალონს - Pretty Woman. მეზობლები მას ახასიათებდნენ, როგორც „ფრთხილი" და „ნორმალური" ადამიანი.
პოლიციელებმა გაარკვიეს სავარაუდო რუსული ჯაშუშური რგოლი გასულ თვეში დასავლეთ ლონდონის გარეუბანში. ვანია გაბეროვა დააკავეს სამ მამაკაცთან და კიდევ ერთ ქალთან ერთად Met Police-ისა და MI5-ის გამოძიების შემდეგ, თუმცა გირაოს გადახდის შემდეგ კვლავ გაათავისუფლეს.
ყოფილი ჯაშუში გეგმის უცხოურ გამოცემასთან საუბრობს და ჰყვება: „რუსებს ამისთვის აქვთ სკოლა, სადაც ხალხს ასწავლიან. ისინი ასწავლიან მათ მაცდუნების ხელოვნებას, როგორც მათი ფართო დაზვერვის სწავლების ნაწილი. მათი ძირითადი სამუშაო არის წვეულებებისა და ღონისძიებების შემოვლა და ხალხის შიდა წრეებში მოხვედრა. მათ ჰყავთ ქალბატონები, რომლებიც ამუშავებენ ქსელებს ევროპის სხვადასხვა ქალაქში. რუსები გამოიყენებენ ნებისმიერ მექანიზმს, რაც მათ შეუძლიათ, რათა მიიღონ კომპრომატი ცალკეულ პირებზე”, - თქვა მან.
კიდევ ერთი ჯაშუში: კატრინ ივანოვა ელეგანტურ ცხოვრებას ეწეოდა ჰაროუში, სადაც მან მეზობლები საჩუქრებით მოხიბლა.
ასევე ნახეთ:
„ეს მხეცები როდემდე დახოცავენ ქალებს...“ - რას წერს ნანუკა გულუა
„უკარგესი ადამიანი იყო, ვერ ვიჯერებთ ასე ტრაგიკულ სიკვდილს“ - უბედური შემთხვევის დეტალები