„უკვე სახლში ვარ…“ - ნუცა ბუზალაძე ჰოლივუდს დაუბრუნდა და ძვირადღირებული საჩუქრები მიიღო
1757094052
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო უკრაინაში გაემგზავრება, სადაც 5 სექტემბერს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.
შეხვედრა დასავლეთ უკრაინის ქალაქ უჟგოროდშია დაგეგმილი. ინფორმაციას უკრაინული მედია სლოვაკეთის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, მოლაპარაკებებზე ფიცო ფოკუსირებას მოახდენს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის საკითხზე. შეხვედრის შემდეგ ლიდერებს დაგეგმილი აქვთ ერთობლივი პრესკონფერენცია.
ზელენსკის გარდა, სლოვაკეთის პრემიერი უჟგოროდში შეხვედრას გამართავს უკრაინის პრემიერ-მინისტრთან, იულია სვირიდენკოსთან.
ფიცოსთან ერთად, უკრაინაში გაემგზავრებიან სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი. მანამდე, მიმდინარე კვირის დასაწყისში რობერტ ფიცომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან პეკინში მოლაპარაკებები გამართა.