ვინ არის 21 წლის ლამაზმანი, რომლის გარეგნობამ ინტერნეტი ააფეთქა - ექსკლუზიური ინტერვიუ
1775504770
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ 9 მაისს ის მოსკოვში ჩავა და ფაშიზმზე გამარჯვების 81-ე წლისთავთან დაკავშირებით წითელ მოედანზე გამართულ აღლუმს დაესწრება.
„უახლოეს დღეებსა და კვირებში მივიღებ მონაწილეობას ბევრ ღონისძიებაში, რათა პატივისცემა გამოვხატო ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ფაშიზმს ებრძოდა და შეუძლებელი ტანჯვა გამოიარა“, - განაცხადა მან ვიდეომიმართვის დროს.
სლოვაკეთის პრემიერმა აგრეთვე დასძინა, რომ 8 აპრილს ფაშისტებისგან ბრატისლავის გათავისუფლების მორიგი წლისთავის აღნიშვნის შემდეგ ის გერმანიაში დაჰაუს საკონცენტრაციო ბანაკს ესტუმრება.
„შემდეგ, 9 მაისს, გამარჯვების დღეს ვიქნები მოსკოვში, ხოლო ივნისში - ნორმანდიაში, რათა მივიღო მონაწილეობა ღონისძიებაში, რომელიც მეორე ფრონტის გახსნის აუცილებლობას ეძღვნება“, - განაცხადა ფიცომ.