მნიშვნელოვანი ინფორმაცია - აკრძალვა, რომელიც აპრილიდან ამოქმედდება
1768388765
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ნოელ ბაროს განცხადებით, პარიზი 6 თებერვალს გრენლანდიაში საკონსულოს გახსნის. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მინისტრის განცხადებით, საკონსულოს გახსნა გრენლანდიაში გასულ წელს იყო გადაწყვეტილი. საფრანგეთის პირველი დიპლომატი მოუწოდებს შეერთებულ შტატებს, შეწყვიტოს გრენლანდიის შანტაჟი.
„ნატოს მეორე წევრზე თავდასხმას აზრი არ აქვს, ის შეერთებული შტატების ინტერესებსაც კი ეწინააღმდეგება... ამიტომ, ასეთ შანტაჟს ბოლო უნდა მოეღოს“, - დასძინა ბარომ.