სიახლე უნივერსიტეტებში ჩაბარებასთან დაკავშირებით - განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
1794937598
მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი შემცირდა. Reuters-ის ცნობით, ფასების კლების მიზეზი აშშ-ში ნედლი ნავთობისა და საწვავის მარაგების ზრდის შესახებ გავრცელებული მონაცემებია, თუმცა აშშ-სა და ირანს შორის სამხედრო დაპირისპირების გაგრძელება და ჰორმუზის სრუტეში საზღვაო გადაზიდვების შეფერხება ფასების უფრო მკვეთრ ვარდნას აფერხებს.
დღეს დილისთვის აშშ-ის WTI-ის ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე 56 ცენტით, 0,65%-ით შემცირდა და 85,45 დოლარი შეადგინა. Brent-ის ტიპის ნავთობი კი 16 ცენტით, 0,17%-ით გაიაფდა და ერთი ბარელი 92,98 დოლარი გახდა.
ამერიკის ნავთობის ინსტიტუტის მონაცემებით, 13 ნოემბრისთვის აშშ-ში ნედლი ნავთობის მარაგები 5,28 მილიონი ბარელით გაიზარდა. ამავე პერიოდში ბენზინის მარაგები 5,12 მილიონი ბარელით, ხოლო დისტილატების მარაგები 351 000 ბარელით გაიზარდა.
ნავთობის ფასებზე გავლენას კვლავ ახდენს აშშ-სა და ირანს შორის დაძაბულობა და ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობისთვის არსებული საფრთხეები, წერს სააგენტო.