ადამიანები, რომელთა ნათლიებად არჩევა არ შეიძლება - ეს ბევრმა არ იცის
1757536456
ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ 52 პატიმარი შეიწყალა მას შემდეგ, რაც აშშ-მა ქვეყანას დაწესებული სანქციების ნაწილი მოუხსნა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
როგორც სააგენტო იუწყება, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ლუკაშენკოს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირეა, მოუწოდა გაათავისუფლოს პატიმრები, რომლებსაც ის „ტყვეებად“ მოიხსენიებს. მოგვიანებით ბელარუსმა მათი გათავისუფლება დაადასტურა.
გათავისუფლებულთა შორის არის მიკოლა სტატკევიჩი, რომელიც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ლუკაშენკოს კონკურენტი იყო, თუმცა ის არეულობის მომზადების ბრალდებით დააკავეს.
ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კოულმა ლუკაშენკოსთან შეხვედრაზე მინსკში განაცხადა, რომ ამერიკამ ბელარუსულ ავიაკომპანია Belavia-ს სანქციები მოუხსნა.