როდის დაიწყება სწავლა საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებში
1785771338
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესს შეატყობინა, რომ საზღვარგარეთ ხუთი მისიის დახურვას გეგმავს, – ამის შესახებ „როიტერი“ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მისიებს შორისაა საელჩო გრენადის ქალაქ სენტ-ჯორჯში და საკონსულოები იაპონიაში, ინდონეზიაში და კანადაში, ასევე საელჩოს ფილიალი კამერუნის ქალაქ დუალაში.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გასულ წელს უკვე დაიწყო თითქმის ათი მისიის დახურვისთვის მზადება.
ცნობისთვის, თეთრ სახლს მაშინ უფრო მასშტაბური გეგმა ჰქონდა, დაეხურა 30-მდე მისია.
დემოკრატები აღნიშნავენ, რომ დიპლომატიური ქსელის შემცირება, განსაკუთრებით საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაშლის ფონზე, საფრთხეს უქმნის ამერიკის ლიდერობას და საშუალებას აძლევს ისეთ მოწინააღმდეგეებს, როგორებიცაა ჩინეთი და რუსეთი, ეს სივრცე დაიკავონ.