აავსეთ ჭიქა წყლით და უთხარით თქვენი სურვილები – ნათლისღების წყლის ძალას სასწაულის მოხდენა შეუძლია
1768765461
2026 წელი მსოფლიოში უპრეცედენტო სისხლის ღვრით დაიწყო - 29 დეკემბერს, მზარდი ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის კოლაფსის გამო დაწყებული საპროტესტო აქციები უწყვეტად 2 კვირა გრძელდებოდა ირანის 585 ქალაქში.
1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ, მასობრივი გამოსვლები ირანის ხელისუფლებამ სისხლში ჩაახშო. დემონსტრანტები ამაოდ ელოდნენ იმ დახმარებას, რომელიც, ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით, თითქოს "გზაში იყო".
19 დღეში ირანმა უმძიმესი ფასი გადაიხადა - ათასობით დაღუპული, ათი ათასობით დაკავებული და ასობით ადამიანი, რომლის სიცოცხლეც დღეს რეჟიმის პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
ირანელი აქციების მონაწილეების დასახმარებლად, შეერთებული შტატების სამხედრო ჩარევა არ მოხდა, თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ მომავალში გამორიცხული არაფერია. პენტაგონმა რეგიონში დამატებითი სამხედრო ძალა გაგზავნა, ევროპამ საელჩოები დახურა, ირანი დღითიდღე უფრო ღრმად ექცევა საერთაშორისო იზოლაციაში.