რა გეგმები აქვს პუტინს „ვაგნერთან“ დაკავშირებით - „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ვერსია

ვაგნერი

„ომის შესწავლის ინსტიტუტის“ (ISW) ანალიტიკოსების განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს სურს, შეინარჩუნოს შეიარაღებული ფორმირება „ვაგნერი“,  თუმცა მისი ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის გარეშე.

როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, თავად პუტინმა განაცხადა, რომ შესთავაზა „ვაგნერის“ მებრძოლებს, გააგრძელონ ბრძოლა მათი ერთ-ერთი ლიდერის მეთაურობით, თუმცა პრიგოჟინისგან განცალკევებულად.

14 ივლისს პენტაგონის პრესმდივანმა პატრიკ რაიდერმა განაცხადა, რომ ამჟამად „ვაგნერის“ მებრძოლები უკრაინაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებში არ მონაწილეობენ.