რა ეწერა დაკარგულ წერილში, რომელიც 80 წლის შემდეგ ოჯახს მიუტანეს

წერილი

წერილი, რომელიც 1943 წელს ფოსტით დაიკარგა, საბოლოოდ ადრესატთან მიიტანეს 80-წლიანი ლოდინის შემდეგ. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 

გასულ თვეში, ბატონი და ქალბატონი ჯორჯებისადმი მიმართული წერილი ხელახლა გამოჩნდა ფოსტაში.

დაწესებულების ერთ-ერთმა თანამშრომელმა მიაკვლია ჯორჯების ოჯახის გადარჩენილ წევრებს. მან იპოვა გრეის სალაზარი, ლუისა და ლავენა ჯორჯების ქალიშვილი.

წერილი იყო ლუის პირველი ბიძაშვილისგან, რომელიც სამძიმარს უგზავნიდა წყვილს მას შემდეგ, რაც მათ ქალიშვილი ეველინი დაკარგეს.

ფოსტის თანამშრომელმა, რომელმაც იპოვა წერილი, სჯეროდა, რომ ის წლების წინ გაქრა საფოსტო მისამართზე სახლის ნომრის არარსებობის გამო.

წერილის მიღებიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ, გრეისმა ის გაუგზავნა ჯორჯების სხვა გადარჩენილ ქალიშვილს - ჟანეტს.

„ბავშვის დაკარგვა ყოველთვის საშინელებაა, ეს მე მაკავშირებს ჩემი მშობლების მწუხარებასთან, რომელიც ჩემმა ოჯახმა განიცადა ჩემს დაბადებამდე“,- თქვა ჟანეტმა. 

ასევე ნახეთ:

„რა იწვევს ყლაპვის გაძნელებას და ყელში ბურთის გაჩხერვის შეგრძნებას“ - როგორ უნდა მოაგვაროთ ეს პრობლემა

„ხელები მტევნიდან მხრამდე ჩაყავით ცივ წყალში“ - როგორ გავიწიმინდოთ სისხლძარღვები

„სწორედ იმ მარცხენა თვალით ყოფილა დაავადებული, რომელიც უფლის ფრესკაზე დააზიანა“ - რას იხსენებს დეკანოზი