ქვეყანა, რომლის მოქალაქეებიც ძალიან მდიდრები არიან, პატიმრებისთვის კი კერძები რესტორნიდან მიაქვთ

ლიხტენშტეინი

მსოფლიოში ძალიან ბევრი უცნაური და საინტერესო ადგილი, ქვეყანა და ხალხია. ერთ-ერთი ასეთი გახლავთ მინიატურული, თუმცა ძალიან მდიდარი სახელმწიფო სახელად ლიხტენშტეინი.

ამ ქვეყანას მხოლოდ 160 კმ.კვ. ფართობი უკავია. მოსახლეობა სულ რაღაც 38 500 ადამიანს შეადგენს.

თუ მოსახლეობის ცხოვრების დონეზე ვისაუბრებთ, ის მაღალზე ბევრად მეტია. ერთ სულ მოსახლეზე წელიწადში 100 000 დოლარი მოდის. ამ თანხის გამოყენება მოქალაქეებს საკუთარი სურვილისამებრ შეუძლიათ.

ქვეყანაში დაახლოებით ათეული პატიმარია. შესაბამისად ციხის ადმინისტრაციას მათი შენახვა არ გაუჭირდება. მათ საჭმელს რესტორანში უკვეთავენ. ასე უფრო ეკონომიურია.

მთელ ქვეყანას დაახლოებით 100 პოლიციელი ემსახურება, რადგან აქ დანაშაული თითქმის არ ხდება. ადამიანებს არ სჭირდებათ მანქანის და სახლის კარის ჩაკეტვა მაგალითად მაღაზიაში გასვლის დროს.

აქ არ არის იმის საშიშროება, რომ ვინმეს გაქურდავენ ან რაიმე ზიანს მიაყენებენ.

რაც შეეხება ჯარს, ქვეყანას ჯარი საერთოდ არ ჰყავს. მისი შენახვა ძალიან ძვირი ჯდება და მთავრობას ურჩევნია ეს თანხა მოსახლეობას მოახმაროს. ჯარი 1866 წელს, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ გაუშვეს. ბოლოს სწორედ ამ დროს იღებდნენ მონაწილეობას ომში.

საინტერესო ფაქტი:

მსურველებს შეუძლიათ დაიქირავონ მთელი ქვეყანა, თუ ერთ ღამეში არც მეტს, არც ნაკლებს, 70 000 დოლარს გადაიხდიან. ამ დროს ადამიანს შეუძლია ისარგებლოს 150-ადგილიანი სასტუმროთი, გაისეირნოს ძაღლებით და ციგებით მთებში, ისრიალოს თხილმურებით და ასევე სნოუბორდზე. საფასურში შედის ასევე სასახლესა და ღვინის მარნებში ექსკურსია თავისი დეგუსტაციით.

დამატებითი საფასურის გადახდის შემთხვევაში შესაძლებელია საკუთარი ვალუტის შემოღებაც. აქ გერბის შექმნაში და სასახლის გასაღების გაკეთებაშიც კი დაგეხმარებიან, რა თქმა უნდა, სიმბოლურად.