ქუვეითში ხანძრის შედეგად დაღუპულ 49 ადამიანს შორის ინდოეთის 40 მოქალაქეა

ქუვეითი

ქუვეთში, ქალაქ მანგაფში მრავალბინიან სახლში ხანძრის შედეგად დაღუპულ 49 ადამიანს შორის ინდოეთის 40 მოქალაქეა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ინდოეთის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

რაც შეეხება დაშავებულებს, ხანძრის შედეგად 50-მდე ინდოელი დაშავდა.

ქუვეითის მოსახლეობის ორ მესამედს უცხოელი მუშები შეადგენენ, ვინაიდან ქვეყანა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მიგრანტების შრომაზე, განსაკუთრებით სამშენებლო სექტორში.

ადგილობრივი მედიის ცნობით, შენობაში საერთო ჯამში 196 მუშა ცხოვრობდა. ხანძარი საცხოვრებელ კორპუსში 11 ივნისის ღამით გაჩნდა.