ქალს AirPods-ის ყურსასმენი წამლის აბებში აერია და გადაყლაპა

ყურსასმენი

ქალმა შემთხვევით AirPods-ის ყურსასმენი გადაყლაპა, რომელიც  აბებში აერია. ამის შესახებ Telegram-არხი Shot იუწყება.

„უფაში მცხოვრებმა AirPods-ის ყურსასმელი გადაყლაპა, რადგან აბებში აერია. ყურსასმენი ერთი დღის განმავლობაში კუჭში იყო გაჩერებული“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მარიას შემთხვევით აურია ყურსასმენი აბებში, რომლებიც ჯიბეში ედო. ექიმებმა მოწყობილობის ამოღებაზე უარი თქვეს, რადგან მდგომარეობის გართულების რისკი არსებობდა, და გადაწყდა, რომ ყურსასმენი ორგანიზმიდან ბუნებრივად გამოსულიყო.

გოგონამ ასევე უპასუხა ყველაზე ხშირად დასმულ კითხვას - მუშაობდა თუ არა AirPods-ის ყურარსმენი კუჭში. მისი თქმით, ყურსასმენი მართლაც ფუნქციონირებდა კუჭშიც, თუ მასთან დაკავშირება ხდებოდა, თუმცა მუსიკა არ ისმოდა.