„როგორი ნიჭიერი და საამაყო იყავი, შვილო...“ - ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭს გლოვობენ
1793874921
მოსკოვის ოლქის ქალაქ რამენსკოეში, 38 წლის ქალი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც ინტიმური ჰიგიენისთვის განკუთვნილი საშუალების ნაცვლად საყოფაცხოვრებო ზედაპირების საწმენდი და სადეზინფექციო ხელსახოცები გამოიყენა. ამის შესახებ Telegram-არხი SHOT იუწყება.
ქალს ხელსახოცების გამოყენებიდან მალევე დაუვარდა არტერიული წნევა, დაეწყო ძლიერი ქავილი, სახე გაუწითლდა, ხელებზე კი ბუშტუკები გაუჩნდა. სიმპტომები სწრაფად პროგრესირებდა.
ადგილზე მისულმა მედიკოსებმა ანაფილაქსია ივარაუდეს. ექიმებმა ქალს ადრენალინი გაუკეთეს, რის შემდეგაც მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა. მოგვიანებით ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
შემთხვევის მიზეზი, სავარაუდოდ, შეფუთვების არევა გახდა: ქალმა ჰიგიენური ხელსახოცების ნაცვლად საყოფაცხოვრებო ზედაპირების გასაწმენდი და სადეზინფექციო პროდუქტი გამოიყენა.