ახალციხეში, საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის ბავშვის ექსპერტიზის პასუხი ცნობილია
1752263534
აშშ-ში, ბრუკლინელი ქალი აცხადებს, რომ კონი-აილენდის სანაპიროზე გააუპატიურეს. როგორც მელასია ჰარისი გამოცემა CBS New York-თან საუბრობს, ის იმყოფებოდა ადამიანთა ჯგუფთან ერთად, რომლებსაც შაბათს, 5 ივლისს, გამთენიისას, სანაპიროზე შეხვდა. ერთ-ერთმა მათგანმა ის გააუპატიურა.
„მან დაინახა, რომ მარტო ვიჯექი, სწორედ მაშინ მოვიდა და ჩემზე სექსუალური ძალადობდა სცადა. მე კივილი დავიწყე და ყველამ სიცილი დამიწყო. ისინი იდგნენ და მიღებდნენ...“, - განუცხადა მან საინფორმაციო სააგენტოს.
დაზარალებულმა ჰარისმა ასევე განაცხადა, რომ პირველი ინციდენტის შემდეგ, როცა სანაპიროდან წავიდა, მამაკაცი აედევნა და გააუპატიურა.
ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის დაკავებული არავინ არ არის. საქმეზე გამოძიება გრძელდება.