ქალაქ სპოკანეში ხანძრის გამო 60 000 მოქალაქის ევაკუირების ბრძანება გაიცა

ქალაქ სპოკანეში ხანძრის გამო 60 000 მოქალაქის ევაკუირების ბრძანება გაიცა

ვაშინგტონის შტატის ქალაქ სპოკანეში ხანძრის გამო 60 000 მოქალაქის ევაკუირების ბრძანება გაიცა. ხანძრის შედეგად დაზიანდა და განადგურდა 600 საცხოვრებელი სახლი და კომერციული შენობა.

ფედერალური ინციდენტების მართვის ჯგუფის ცნობით, სამ ადგილზე გაჩენილმა ხანძრებმა, ჯამში, 2 180 ჰექტარი მიწის ნაკვეთი მოიცვა.

ოფიციალური პირების თქმით, ხანძარი ლოკალიზებული ჯერ კიდევ არ არის.

ცნობისთვის, უკვე რამდენიმე კვირაა, რაც კანადასა და აშშ-ში მასშტაბური ხანძრებია.