პუტინმა უკრაინაში სააღდგომო ზავის ამოქმედების შესახებ განაცხადა - საპასუხოდ, დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ

 უკრაინის ყველა ოლქში საჰაერო განგაშის სიგნალი ისმის

 რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სააღდგომო ზავის ამოქმედების შესახებ განაცხადა. სააღდგომო ზავი 11 აპრილის შუადღის 4 საათიდან 12 აპრილის დღის ბოლომდე იმოქმედებს.

საპასუხოდ, დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა უკრაინის პრეზიდენტმაც. ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს, რომ ადამიანებს სჭირდებათ აღდგომა მუქარის გარეშე და რეალური მოძრაობა მშვიდობისკენ, რუსეთს კი აქვს შანსი, აღდგომის შემდეგ აღარ დაუბრუნდეს თავდასხმებს.