პუტინი: ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინაში საომარი მოქმედებების დასრულებისთვის აქტიურ და გულწრფელ ძალისხმევას იჩენს

პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინაში საომარი მოქმედებების დასრულებისთვის აქტიურ და გულწრფელ ძალისხმევას იჩენს.

„ყველასთვის ცნობილია, რომ ამერიკის ადმინისტრაცია, ჩემი აზრით, საკმაოდ ენერგიულ და გულწრფელ ძალისხმევას იჩენს, რათა შეწყდეს საბრძოლო მოქმედებები, დასრულდეს კრიზისი და მიღწეული იყოს შეთანხმებები, რომლებიც ამ კონფლიქტში ჩართული ყველა მხარის ინტერესს წარმოადგენს“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

„ეს შეთანხმებები შექმნის გრძელვადიან პირობებს მშვიდობისთვის როგორც ჩვენს ქვეყნებს შორის, ასევე მთელ ევროპასა და მსოფლიოში - თუკი შემდეგ ეტაპებზე სტრატეგიული შემტევი შეიარაღების კონტროლის სფეროში შევძლებთ შეთანხმების მიღწევას“, - დასძინა ვლადიმირ პუტინმა.