Puma-მ რუსეთში სავაჭრო ნიშნის რეგისტრაციისთვის განაცხადი შეიტანა

puma

რუსული მედიის ინფორმაციით, „როსპატენტის“ მონაცემთა ბაზის შესწავლის შემდეგ გაირკვა, რომ სპორტული ტანსაცმლის ცნობილმა გერმანულმა ბრენდმა, Puma-მ რუსეთში სავაჭრო ნიშნის რეგისტრაციისთვის განაცხადი შეიტანა თავისი საფირმო ფეხსაცმლის ზოლის ვარიაციისთვის.

სპორტული სამოსის ცნობილი ბრენდის განაცხადი სარეგისტრაციოდ 18 მარტს შეიტანეს.

ცნობისთვის, 2022 წლის მარტში Puma-მ რუსეთში საქონლის მიწოდება შეწყვიტა და ქვეყანაში არსებული მაღაზიები დახურა.