პრინცი ჰარი უკრაინაში ჩავიდა

პრინცი ჰარი უკრაინაში ჩავიდა

პრინცი ჰარი უკრაინას ვიზიტით ეწვია. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი ავრცელებს.

სასექსის ჰერცოგი ლვივში „სუპერადამიანების ცენტრს“ ეწვია, სადაც დაჭრილ ჯარისკაცებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს მკურნალობენ და რეაბილიტაციას უტარებენ.

პრინცი ჰარი სამეფო ოჯახის მეორე წევრია, რომელიც უკრაინას ომის დაწყების შემდეგ ეწვია.