პრიგოჟინის "50 ელფერი" - ცნობილია კიდევ რა იპოვეს პრიგოჟინის სახლის ჩხრეკისას

პრიგოჟინი

რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებმა „ვაგნერის" ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის პეტერბურგის სახლში, ასევე, ოფისში ჩხრეკა ჩაატარა. ამოღებულია სხვადასხვა ფერის პარიკები, წვერ-ულვაში, ყაბლი პასპორტები, ოქროს ზოდები. ამის შესახებ რუსული მედია წერს. 

"ვაგნერის" დამფუძნებლის სახლის ჩხრეკისას მისი უცნაური სელფები იპოვეს.

გამოცემის ცნობით, პასპორტებში მითითებული პირებიდან სულ მცირე ორი რეალურია. მედია ამბობს, რომ ერთ-ერთი დიმიტრი გეილერია, რომელმაც უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე, მეორე ვლადიმერ ბობროვი, აგრესიული იყო და თქვა, რომ არაფერს იტყოდა.

სახლში პრიგოჟინს აქვს პირადი სამედიცინო კაბინეტი, რომელიც სრულფასოვან საავადმყოფოს ჰგავს.

გარდა ამისა, სახლში, ჩვეულებრივ ჩანთაში ნახეს სულ მცირე 500 000 დოლარი, ევროს ბანკნოტები ცალკე იყო შეფუთული. ასევე ნაპოვნია დაახლოებით 5 კგ ოქროს ზოდები.

5 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრიგოჟინის სახლის ჩხრეკისას იპოვეს იარაღი და ვაზნები.

ასევე დაგაინტერესებთ:  Exclusive: მრავალშვილიანი ოჯახი გურიიდან, რომელსაც ქეთი მელუამ სახლი უყიდა - "მინდოდა, ქეთისთვის საჯაროდ გადამეხადა მადლობა"

"ჯერ ქალიშვილი გარდაეცვალა; შემდეგ მეუღლე და ვაჟი ფსიქიკურად დაავადდნენ. ამან მსახიობი საბოლოოდ გაანადგურა. შვება კი სასმელში იპოვა..." - ტრაგიკული ფრუნზიკ მკრტჩიანის ცხოვრების დეტალები

"განსაკუთრებულად მიხარია და გულის ფანცქალით ვემზადები..." - ნიკა წულუკიძე