პრეზიდენტობის პირველივე დღიდან ვაპირებთ, შევაჩეროთ ტრანსგენდერული სიგიჟე - აშშ-ის მთავრობის ოფიციალური პოლიტიკა იქნება, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი, მამრობითი და მდედრობითი - დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თეთრ სახლში დაბრუნების პირველივე დღეს, ხელს მოაწერს განკარგულებას არასრულწლოვანთა სქესის შეცვლის აკრძალვასთან დაკავშირებით.

"პირველივე დღიდან ვაპირებთ, შევაჩეროთ ეს ტრანსგენდერული სიგიჟე. მე ხელს მოვაწერ აღმასრულებელ განკარგულებებს ბავშვთა სქესობრივ დასახიჩრებაზე, ტრანსგენდერს მოვაშორებ შეიარაღებული ძალებიდან, დაწყებითი, საშუალო და დამამთავრებელი კლასებიდან", – განაცხადა აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა.

ტრამპი ასევე გეგმავს, ქალთა სპორტულ სახეობებში მამაკაცების მონაწილეობა აკრძალოს.

"არსებობს მხოლოდ ორი სქესი – მამრობითი და მდედრობითი", – ამბობს შტატების არჩეული პრეზიდენტი.