VIDEO: კვირა თუ ორშაბათი - როდის უნდა გავიდეთ საფლავზე
1745056463
პრაღაში, უნივერსიტეტში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა. ინფორმაციას BBC ჩეხეთის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
დაშავებულია 30-ზე მეტი ადამიანი.
მედიის ცნობით, თავდამსხმელი 24 წლის იყო.
შეიარაღებულმა პირმა დღეს პრაღის ცენტრში, კარლის უნივერსიტეტში გახსნა ცეცხლი. იან პალახის მოედანზე მდებარე უნივერსიტეტის შენობიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა, მოედანი და მისი მიმდებარე ქუჩები გადაიკეტა. ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ. ჩეხეთის პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი განეიტრალებულია.
ამავე თემაზე:
VIDEO: „ეს იყო ნამდვილი საშინელება“ - ბოლო ინფორმაცია პრაღაში მომხდარ ტრაგედიაზე