ქალი, რომელმაც 9/11 იწინასწარმეტყველა, 2025 წლის შესახებ საუბრობს - Daily Mail
1745097703
საქართველოს საელჩო ჩეხეთის რესპუბლიკაში, პრაღაში მომხდარ სროლასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
ამასთან, როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, საელჩომ ცხელი ხაზი აამოქმედა.
„პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საგანგებოდ, 24-საათიან რეჟიმში ამოქმედდა საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +420 777 222 053, საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ აღნიშნულ ნომერზე!
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები არ არიან გარდაცვლილებსა და დაშავებულებს შორის. საელჩო აქტიურ რეჟიმში ხაზზე რჩება ჩეხეთის ყველა შესაბამის სამსახურთან“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ბოლო მონაცემებით, პრაღის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სროლას, სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით დაიჭრა.