შვილი დედის ცხედარს 2 წელი საკუთარ საძინებელში, ზეწარში გახვეული მალავდა - რა მოხდა თბილისის ცენტრში
1772827858
პორტუგალიის პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც 13-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალურ მედიაზე წვდომის შეზღუდვას ითვალისწინებს.
კანონპროექტის ინიციატორები აცხადებენ, რომ ახალი რეგულაციის შემოღება აუცილებელია კიბერბულინგისა და მავნე კონტენტებისგან ბავშვების დასაცავად. შეზღუდვების უგულებელყოფის შემთხვევაში ტექნოლოგიურ კომპანიებს შესაძლოა ჯარიმები დაეკისროთ მათი გლობალური შემოსავლის 2%-ის ოდენობით.