გაზის მიწოდება 24 საათით შეწყდება - „თბილისი ენერჯის“ გაფრთხილება
1759947174
ევროკავშირში შეშფოთებული არიან იმით, რომ მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის შედეგად, საფრანგეთის მმართველობაში შესაძლოა, მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტია მოვიდეს, – ამის შესახებ „პოლიტიკოსთან“ საუბარში ევროკომისიის წარმომადგენლებმა განაცხადეს.
როგორც ევროკომისიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა თქვა, „ჩვენ გვაქვს კონტინენტი, რომელმაც გამოცადა ომი, ლოქდაუნი, ბუდაპეშტში მსუბუქი დიქტატურის მსგავსი, ჩვენ შევეჩვიეთ ფუნქციონირებას მრავალი შოკის თანხლებით“.
თუმცა, მისივე თქმით, „ლე პენის შემთხვევა განსხვავებულია“, რადგანაც საფრანგეთის ხელმძღვანელობაში რადიკალური ცვლილებები ევროკავშირს შორსმიმავალ შედეგებს მოუტანს.
„პოლიტიკო“ წერს, რომ „მარინ ლე პენის პარტია საფრანგეთს აღმასრულებელ ხელისუფლებაში თუ მოხვდება, ის დამატებით თავის ტკივილს გაუჩენს ევროკავშირს, რომელიც ისედაც პერსონიფიცირებულია ევროპული საბჭოს მაგიდასთან უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანისა და სლოვაკეთის მთავრობის მეთაურ რობერტ ფიცოს სახით, რომლებსაც ასევე, მალე დაემატება ჩეხეთის არჩევნებში გამარჯვებული ანდრეი ბაბიში“.
გამოცემა წერს, რომ „პოპულისტების ახალი ტალღა ემუქრება ევროკავშირის პოლიტიკას კრიტიკულად მნიშვნელოვან სექტორებში, განსაკუთრებით რუსეთის მიმართ მიდგომასა და თავდაცვის სფეროში“.
„პოლიტკოს“ ინფორმაციით, საფრანგეთის ულტრამემარჯვენეთა ლიდერები მუდმივად საუბრობენ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის შეწყვეტაზე და საფრანგეთის პრეზიდენტს ომის მხარდაჭერაში სდებენ ბრალს.
როგორც გამოცემასთან საუბარში ევროკომისიის წარმომადგენელი ამბობს, „ემანუელ მაკრონის წინადადებამ უკრაინაში ევროპელი ჯარისკაცების გაგზავნის შესაძლებლობის შესახებ, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საკითხის აქტუალიზაციაში და, ასევე, გახდა ევროპის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საკითხის გააქტიურების მთავარი ფაქტორი“.
„მაკრონი თუ არ იქნება, ამას საფრთხე დაემუქრება, ჩვენ ვიცით, რომ მარინ ლე პენი ამ ხაზს არ გააგრძელებს“, – განაცხადა „პოლიტიკოსთან“ საუბარში ევროკომისიის წარმომადგენელმა.