დაურ ბუავას ყოფილი ცოლი დუმილს არღვევს
1789328696
ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების ერთ-ერთი რეჟიმის გაგრძელებაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ამის შესახებ „პოლიტიკოს” ევროკავშირის დიპლომატებმა განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩები ამ საკითხის განსახილველად დღეს მოგვიანებით კვლავ შეიკრიბებიან.
ელჩებს შეთანხმების მისაღწევად დღის ბოლომდე აქვთ დრო, რადგან სანქციების მოქმედი რეჟიმი, რომელიც დაახლოებით 3 000 ფიზიკური და იურიდიული პირის აქტივების გაყინვას ითვალისწინებს, 15 სექტემბერს იწურება.
„პოლიტიკოს“ ცნობით, სლოვაკეთი ევროკავშირისგან ორი რუსი ბიზნესმენის, ალიშერ უსმანოვისა და მიხაილ ფრიდმანის შავი სიიდან ამოღებას ითხოვს.
გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთი კომპრომისის მიღწევას ცდილობს და სიიდან მხოლოდ უსმანოვის ამოღების შეთავაზებით გამოდის.
ამასთან, გამოცემის ინფორმაციით, ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა რომელიმე პირისთვის სანქციების მოხსნის განხილვას არ ეთანხმება.
სტატიის მიხედვით, ერთ-ერთმა დიპლომატმა პოლიტიკოს უთხრა:
„ჰიბრიდული საფრთხეების ზრდისა და პოლონეთის საზღვრიდან მხოლოდ ერთი კილომეტრის დაშორებით რუსეთის დრონების თავდასხმების ფონზე, ძნელია, დაიჯერო, რომ საფრანგეთი ამას ნამდვილად ითხოვს“.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოლაპარაკებების კიდევ ერთი თემაა სანქციების მოქმედების ვადა.
განიხილება სანქციების ექვსი თვით გაგრძელება, როგორც ეს 2014 წლიდან ხდებოდა ან 12 თვით განახლება. გავრცელებული ინფორმაციით, სლოვაკეთი უფრო ხანგრძლივი, 12-თვიანი პერიოდის მხარდაჭერას არ აპირებს.
დაურ ბუავას ყოფილი ცოლი დუმილს არღვევს
1789328696