Politico: ევროკავშირის და აშშ-ის ურთიერთობები თხელ ყინულზე დგას

ევროკავშირი და აშშ

ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობები თხელ ყინულზე დგას. ინფორმაციას Politico ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ევროპელმა ლიდერებმა ფაქტობრივად ერთსულოვნად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ირანთან მიმართებით და ჰორმუზის სრუტის გახსნის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს არ დაეხმარონ.

როგორც Politico წერს, ამით, ტრანსატლანტიკური განხეთქილება კიდევ უფრო გაიზარდა. მოკავშირეების პოზიციით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გაღიზიანებულია.