Politico: დიდი ბრიტანეთი ნატოს მეშვეობით უკრაინისთვის იარაღის შესყიდვის სქემას შეუერთდა

ტანკ

დიდი ბრიტანეთი ე.წ. PURL-ის ინიციატივას შეუერთდა, რომელიც უკრაინისთვის ნატოს მეშვეობით ამერიკული იარაღის შესყიდვას ითვალისწინებს. ინფორმაციას Politico ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, ჯონ ჰილის თქმით, ლონდონი ინიციატივის ფარგლებში 150 მილიონ გირვანქა სტერლინგს გამოყოფს.

„მოხარული ვარ დაგიდასტუროთ, რომ დიდი ბრიტანეთი პროგრამა PURL-თვის 150 მილიონ გირვანქა სტერლინგს გამოყოფს. ერთად ჩვენ უკრაინა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემით უნდა უზრუნველვყოთ, რაც პუტინის სასტიკ დანაშაულზე პასუხის გასაცემად არის საჭირო“, - განაცხადა ჰილიმ.