წყალი 36 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1762371710
უნგრეთი აშშ-თან ბირთვული ენერგიის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას გააფორმებს, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.
სიიარტოს თქმით, აღნიშნული შეთანხმება მოიცავს ამერიკული ბირთვული საწვავისა და აშშ-ის ტექნოლოგიის შეძენას რუსეთის მიერ აშენებულ ბირთვულ ელექტროსადგურზე გამოყენებული საწვავის შესანახად.
„ჩვენს კოლეგასთან, მარკო რუბიოსთან ერთად ხელს მოვაწერთ მნიშვნელოვან შეთანხმებას ბირთვული ენერგიის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“, – განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
სიიარტომ აღნიშნა, რომ უნგრეთი შეიძენს ამერიკულ ბირთვულ საწვავს რუსეთის მიერ აშენებული ბირთვული ელექტროსადგურისთვის მზარდი ენერგეტიკული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.
„არსებულ მომწოდებლებთან ურთიერთობების შენარჩუნების გარდა, უნგრეთის ისტორიაში პირველად შევიძენთ ამერიკულ ბირთვულ საწვავს“, – აღნიშნა სიიარტომ.