პიტ ჰეგსეტის ცნობით, აშშ-ის ძალების მიერ წყნარ ოკეანეში სავარაუდოდ ნარკომოვაჭრეთა ნავზე მიტანილი დარტყმის შედეგად, ოთხი ადამიანია დაღუპული

 პიტ ჰეგსეტი

აშშ-ის ძალებმა წყნარ ოკეანეში სავარაუდოდ ნარკომოვაჭრეთა ნავზე დარტყმა განახორციელეს.

როგორც თავაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი სოციალურ ქსელში წერს, გარდაცვლილია ოთხი ადამიანი.

„ჩვენი დაზვერვის ცნობით, ეს გემი, ისევე როგორც ყველა სხვა, ნარკოტიკების უკანონო კონტრაბანდაში იყო ჩართული, ნარკოტრეფიკინგის ცნობილი მარშრუტით მოძრაობდა და ნარკოტიკები გადაჰქონდა. საერთაშორისო წყლებში განხორციელებული დარტყმის შედეგად მოკლულია გემზე მყოფი ოთხი ნარკოტერორისტი. ამ დარტყმის შედეგად აშშ-ის არცერთი სამხედრო მოსამსახურე არ დაშავებულა. დასავლეთ ნახევარსფერო აღარ არის უსაფრთხო თავშესაფარი ნარკოტერორისტებისთვის, რომლებსაც ჩვენს სანაპიროებზე ნარკოტიკებს შემოაქვთ ამერიკელების მოსაწამლად. ომის დეპარტამენტი გააგრძელებს მათ დევნას და განადგურებას ყველგან, სადაც ისინი მოქმედებენ“, – წერს პიტ ჰეგსეტი და ნავზე დარტყმის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს.