პიტ ჰეგსეტი ირანს საბრძოლო მოქმედებების განახლებით დაემუქრა

პიტ ჰეგსეტი

 აშშ-ის თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეტი ირანს საბრძოლო მოქმედებების განახლებით დაემუქრა.

როგორც ჰეგსეტმა ტრადიციული პრესკონფერენციის დროს განაცხადა, შეერთებული შტატები მასშტაბური საბრძოლო მოქმედებებიდან მსოფლიო დონის ბლოკადაზე გადავიდა, თუმცა ამერიკულ ჯარს ომის განახლება შეუძლია.

„აშშ-ის შეიარაღებული ძალები მდოვრედ გადავიდა მასშტაბური საბრძოლო მოქმედებებიდან მსოფლიო დონის ბლოკადაზე. ჩვენ შეგვიძლია გავიმეოროთ ეს გადასვლა უფრო სწრაფად და მეტად ეფექტიანად, ვიდრე ოდესმე“, - განაცხადა ჰეგსეტმა.

პენტაგონის შეფმა აგრეთვე დასძინა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განკარგულების თანახმად, სამხედრო უწყება უზრუნველყოფს, რომ ირანს არასდროს ჰქონდეს ბირთვული იარაღი.

„ჩვენ ვცდილობთ ეს მშვიდობიანი გზით გავაკეთოთ, გარიგების მეშვეობით, რომელსაც დადებენ ჩვენი შესანიშნავი ვიცე-პრეზიდენტი და მომლაპარაკებელთა გუნდი, ან ჩვენ ამას უფრო რთული გზით ვიზამთ“, - დასძინა ჰეგსეტმა.