დავით ღუღუნიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება
1757001118
პარიზში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა დასრულდა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ელისეს სასახლე დატოვა. უახლოეს დროში დაგეგმილია ევროპელი ლიდერების სატელეფონო საუბარი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან. როგორც უკრაინული გამოცემა „ევროპეისკაია პრავდა“ წერს, ამის შესახებ მას ელისეს სასახლეში განუცხადეს.
გავრცელებული ცნობებით, ტრამპთან საუბარში ის ევროპელი ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას, რომლებიც 18 აგვისტოს ვაშინგტონში იმყოფებოდნენ მასთან შესახვედრად.
ასევე, არსებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრამდე, უკრაინის პრეზიდენტი დღეს აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან გამართვს შეხვედრას. სტივ უიტკოფი დღეს „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრას ესწრებოდა, თუმცა მოგვაინებით შეხვედრა დატოვა. ელისეის სასახლეში განაცხადეს, რომ ეს ასე იყო დაგეგმილი სხვა შეხვედრის გამო.
„მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაში 30-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. მოლაპარაკებეში, ემანუელ მაკრონის გარდა, პერსონალურად მონაწილეობდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ექვსი ლიდერი – ბელგიის, ნიდერლანდების, დანიის, ფინეთის, პოლინეთისა და ესპანეთის ლიდერები, ასევე ევროკომისიის პრეზიდენტი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი და უკრაინის პრეზიდენტი.
შეხვედრას დისტანციურად შეუერთდნენ ნატო-ს გენერალური მდივანი და 20-მდე ქვეყნის ლიდერები, მათ შორის, გერმანიის, იტალიის, ბრიტანეთის, კანადის, იაპონიისა და ავსტრალიის.